+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ლევან ჟორჟოლიანი სტრასბურგში გამართულ რეგიონების პალატის შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა

მარტი 22, 2023 /რედაქტორი -Admin

ლევან ჟორჟოლიანის სიტყვით გამოსვლა სესიაზე 

 

 საქართველო არის ქვეყანა, რომლის ამოცანაა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა. ეს რეფორმები არის გზა ევროკავშირისკენ, ოჯახისკენ, რომელსაც საქართველო ისტორიულად ეკუთვნის”,- ეს განცხადება ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ასევე ათეას აღმასრულებელი საბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრმა – ლევან ჟორჟოლიანმა სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 44-ე პლენარული სესიის ფარგლებში გამართულ რეგიონების პალატის შეხვედრაზე გააკეთა.

საკუთარ მოხსენებაში ლევან ჟორჟოლიანმა ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, ,, მწვანე დღის წესრიგის“ მიზნებსა და ადგილობრივ დონეზე გარემოსდაცვით საკითხებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ვინაიდან საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის, ქვეყანა აგრძელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული სხვადასხვა სფეროების რეფორმირებას.

დელეგაციის ხელმძღვანელი სიტყვით გამოსვლისას ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კორიდორს, აქვს პოტენციალი გაზარდოს მისი როლი აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილო-სამხრეთის ტრანზიტულ პროექტებში და ჩამოყალიბდეს ენერგეტიკული ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად. 

,,გეოპოლიტიკური მდებარეობის ეფექტური გამოყენება ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ეკონომიკურ განვითარებას. საქართველო ძალისხმევას არ იშურებს საერთაშორისო ასპარეზზე, რათა შექმნას ხელსაყრელი გარემო ახალი სატრანზიტო მარშრუტების განვითარებისა და განხორციელებისთვის.  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან და ენერგეტიკული თანამეგობრობის ქვეყნებთან კავშირების გამყარებას და რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო პროექტების განვითარებას“,- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

რაც შეეხება ადგილობრივ დონეზე გარემოსდაცვით საკითხებს, ლევან ჟორჟოლიანმა ყურადღება გაამახვილა თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ საპილოტე პროექტებზე, რომლებმაც ნათლად აჩვენეს, თუ როგორ შეუძლია ადგილობრივ ხელისუფლებას შექმნას გარემოსდაცვითი დღის წესრიგი. ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, მთავარი ინსტიტუციონალური რეფორმა მდგომარეობდა იმაში, რომ სივრცითი მოწყობის პროცესში ერთმანეთთან გარემოს დაცვა, ტრანსპორტი და ურბანული სერვისები დაეკავშირებინათ.

,, თბილისის საკრებულომ მიიღო ,, ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია ,,მწვანე ქალაქის“ პრინციპი. ამ პრინციპის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა შემოიტანა ახალი  მიდგომა ურბანულ დაგეგმარებაში. თბილისის ყველა რაიონში ყველა მოქალაქის უფლებაა ჰქონდეს წვდომა ახალ და განახლებულ მწვანე სივრცეებზე, როგორიც არის დიდი პარკები და რეკრეაციული ზონები.
რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, ბევრმა დეველოპერულმა კომპანიამ ვერ შეძლო ომამდე დაწყებული მშენებლობების დასრულება, რამაც საცხოვრებლის პრობლემები შეუქმნა ათასობით ადამიანს.  შეჩერებული მშენებლობებიდან გამომდინარე, გარემოზე გავლენის შესამცირებლად, თბილისის მუნიციპალიტეტმა შექმნა უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც ინვესტორებს და 15 წლის განმავლობაში საცხოვრისის მოლოდინში მყოფ ადამიანებს მეორე შანსს აძლევს“,- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, საქართველო მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა და ცდილობს დააბალანსოს კერძო და საზოგადოებრივი ინტერესები, შექმნას ქვეყანაში ჯანსაღი და ფინანსურად სტაბილური საცხოვრებელი გარემო. ამ გზაზე კი, ევროკავშირისა და პარტნიორი ორგანიზაციების როლი არსებითია.

 

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –