+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ნათია ღვინაშვილმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია შეაფასა

დეკემბერი 10, 2022 /რედაქტორი -Admin

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომელიც მთელს მსოფლიოში 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება, დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია უკვე მესამე წელია აქტიურადაა ჩართული აღნიშნულ კამპანიაში და  წევრ მუნიციპალიტეტებს თემატური ღონისძიებების დასაგეგმად რეკომენდაციებს უწევს.  

როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR-ში ეროვნულმა კოორდინატორმა და ექსპერტმა – ნათია ღვინაშვილმა განაცხადა, კამპანიის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ათეას მიერ შემუშავებულმა დამხმარე ინსტრუქციამ მუნიციპალიტეტებს საშუალება მისცა ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებები უფრო ეფექტურად დაეგეგმათ.

,, ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს საზოგადოების ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და უთანასწორობის აღმოფხვრა წარმოადგენს. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ათეა მუნიციპალიტეტებთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რაც მნიშვნელოვნად აისახა, როგორც ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების, ასევე გენდერული პრიორიტეტების სწორად ჩამოყალიბების პროცესზე.

წელს მუნიციპალიტეტები კამპანიის დაწყებამდე აანონსებდნენ თემატურ ღონისძიებებს და ხელმძღვანელი პირების ჩათვლით, ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა აქტივობებში.

თბილისის საკრებულოს ინიციატივით, 25 ნოემბერს კვლავ ნარინჯისფრად განათდა დედაქალაქის ანძა.  ქალებზე ძალადობის პრევენციის მიზნით, ჩაიწერა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ვიდეო მიმართვები და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში დარიგდა ინფორმაციული ხასიათის ბუკლეტები.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მსგავსად, აქტივობები გაიმართა როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში, სადაც სამოქალაქო სექტორთან კოორდინაციით, თითქმის ყველა თვითმმართველ ერთეულში მოეწყო თემატური ღონისძიებები.

სოციალურ ქსელში ქვეყნდებოდა სხვადასხვა ტექსტობრივი და ვიზუალური ინფორმაცია, ხელმძღვანელი პირების მიმართვები და ვიდეორგოლები, რომლებიც  ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე იყო ორიენტირებული.
კამპანიის ფარგლებში, ასევე, ეწყობოდა ონლაინ ტრენინგები და სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის, იმართებოდა უფლებადამცველი ქალების, შიდსთან ბრძოლის, შშმ პირთა, მოხალისეთა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები“,- განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.

ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომელიც მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.

​კამპანიის პერიოდში, უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე (29 ნოემბერი), შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე (1 დეკემბერი), მოხალისეთა საერთაშორისო დღე (5დეკემბერი) და მონრეალში მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღე (6 დეკემბერი) აღინიშნება.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –