საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში (CEMR) წარდგენილი დელეგაციის წევრი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი – ნინო რუხაძე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს.
CEMR – ის პოლიტიკის კომიტეტის ორდღიან სხდომაზე, რომელშიც 100 – მდე დელეგატი იყო ჩართული, ნინო რუხაძესთან ერთად, საბჭოს პრეზიდენტის, თანაპრეზიდენტებისა და ფინანსური მართვის კომიტეტის თავმჯდომარის, ასევე, აღმასრულებელი პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტებისა და შიდა აუდიტორების კანდიდატურებზე იმსჯელეს.
დამსწრე საზოგადოებამ, მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებიც განიხილა, სადაც ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ CEMR – ის პოლიტიკური კომიტეტის 2023 წლის 6-7 ივნისის სხდომა თბილისში ჩატარდება.
პარიზში გამართულ შეხვედრაში, ასევე ქართული დელეგაციის წევრი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლი – ქეთევან ხომერიკი იღებდა მონაწილეობას.
ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭო (CEMR) უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს აერთიანებს. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია კი, CEMR-ში 2010 წლიდანაა გაწევრიანებული და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა თემების განხილვაში.
Add comment