ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესს ახალი გენერალური მდივანი ჰყავს.
ანდრეას კიფერი, აღნიშნულ თანამდებობაზე, საფრანგეთის წარმომადგენელმა – მეთიუ მორიმ ჩაანაცვლა, რომელიც 2014-2020 წლებში ევროპული რეგიონების ასამბლეის (AER) გენერალური მდივნის პოზიციას იკავებდა.
კონგრესის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, მას კონკურენციას იტალიელი კანდიდატი – ანტონელა ვალმორბიდა უწევდა.
კონგრესის გენერალური მდივნის არჩევნები ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 43-ე პლენარული სხდომის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც იღებს მონაწილეობას.
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), რომელიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის თვითმმართველობათა პალატაში დელეგაციის წარდგენისას, საქართველოს მთავრობის პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს, ევროსაბჭოს კონგრესთან 2004 წლიდან თანამშრომლობს.
Add comment