+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ნათია ღვინაშვილმა გენდერული თანასწორობის მმართველი კომიტეტის მე-3 სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ივნისი 2, 2022 /რედაქტორი -Admin

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში ეროვნულმა კოორდინატორმა და გენდერის ექსპერტმა- ნათია ღვინაშვილმა, ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციის – UN WOMEN მიერ ორგანიზებულ მმართველი კომიტეტის მე-3 სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

ჰიბრიდულ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც პროექტის კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში (GG4GEG) ფარგლებში გაიმართა, კომიტეტის წევრებმა საქართველოში გენდერულად მგრძნობიარე მმართველობის სისტემების შექმნასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე იმსჯელეს.

სხდომა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში – კაორი იშიკავამ,  ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან და საქართველოში ნორვეგიის ელჩთან ერთად გახსნა, რის შემდეგაც UN WOMEN-ის პარტნიორი ორგანიზაციებისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აღნიშნული მიმართულებით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე, სამომავლო გეგმებსა და მათი ორგანიზაციებისა თუ უწყებების კუთხიდან დანახულ საჭიროებებზე ისაუბრეს.

ნათია ღვინაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ასოციაციის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას, ათეას მიერ, ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები გააცნო.

მანვე, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და იმ აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ერთობლივი პროექტის – „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში გატარდა.

,, თანამშრომლობის ფარგლებში, ასოციაციამ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როდესაც ორგანიზაციის საქმიანობის მარეგულირებელ დოკუმენტებში გენდერული თანასწორობის პრინციპები ასახა. უფრო მეტიც, ათეა წარმატებით ხელმძღვანელობს პროექტის ფარგლებში შექმნილი გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმით. ასევე, აღსანიშნავია, რომ აქტივობები, რომლებსაც მუნიციპალიტეტებში ვახორციელებთ ჩვენივე გენდერული თანასწორობის სტრატეგიიდან გამომდინარეობს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია“- განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.

ათეა-ს წარმომადგენელმა, გენდერული თანასწორობისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროგრესზეც ისაუბრა, თუმცა, აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტები, არსებული მცირე ფინანსური და ადამიანური რესურსების გამო, კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან, რომლებიც კიდევ უფრო გაძლიერდა კოვიდ 19-ის პანდემიის დროს.

,,ჩვენ, ერთის მხრივ, ვეთანხმებით და ვიზიარებთ იმ ზომიერ კრიტიკას, რომელსაც თვითმმართველობის მისამართით, სხვადასხვა ეროვნული პლატფორმიდან, მათ შორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან ვისმენთ. მაგრამ, მეორეს მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ვაწყდებით ისეთ რეკომენდაციებსა თუ პოზიციებს, რომლებიც სათანადოდ ვერ ასახავს რეალობას და როგორც ჩანს, ამის მიზეზს, რიგ შემთხვევებში,  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების შესახებ არასაკმარისი ცოდნა ან სპეციფიკა წარმოადგენს.

ამ მიზეზების გამო, ასევე, ასოციაციის მანდატიდან და იმ საექსპერტო რესურსებიდან გამომდინარე, რაც ორგანიზაციას გააჩნია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასოციაციის გენდერული თანასწორობის პლატფორმის მეშვეობით, რომელიც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის საუკეთესო კოორდინაციის მექანიზმს წარმოადგენს, წევრ მუნიციპალიტეტებს საშუალება აქვთ გაატარონ პრევენციული ღონისძიებები და ეტაპობრივად დაძლიონ არსებული გამოწვევები“,- აღნიშნა ნათია ღვინაშვილმა.

​სხდომის დასასრულს, დამსწრე საზოგადოებას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც მიმართეს.თამარ ვაშაკიძემ და ანა ფაშალიშვილმა, GG4GEG განხორციელების სტატუსზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს და პროექტის შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.

პროექტი, „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (GG4GEG), რომელსაც UN WOMEN ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს,  საქართველოში გენდერულად მგრძნობიარე მმართველობის სისტემების შექმნასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –