+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ეროვნული კონფერენცია “საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში დელეგირებული უფლებამოსილებების აღსრულების გამოცდილების შეფასება და კარგი პრაქტიკების გამოვლენა“

აპრილი 1, 2022 /რედაქტორი -Admin

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განხორციელებული პროექტის – “დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, ეროვნული კონფერენცია “საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში დელეგირებული უფლებამოსილებების აღსრულების გამოცდილების შეფასება და კარგი პრაქტიკების გამოვლენა“ გაიმართა.

ღონისძიებას, რომელიც სასტუმროში ,, ბილტმორ – თბილისი“ მოეწყო, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზებისა და სოციალურ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეროვნული კონფერენციის დღის წესრიგი მოიცავდა მუნიციპალიტეტების მიერ სოციალური და ჯანდაცვის სფეროში უფლებამოსილებათა განხორციელების შედეგებისა და გამოწვევების განხილვას, კვლევის „მუნიციპალიტეტების შესაძლებლობათა შეფასების შესახებ“ ანგარიშის წარდგენას და იმ ხუთი მუნიციპალიტეტის დაჯილდოებას, რომლებმაც 2021 წელს სოციალური და ჯანდაცვის სფეროში წარმატებული პროექტები განახორციელეს.

კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ – მზია გიორგობიანმა და საქართველოში UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა – ნიკ ბერესფორდმა.

გამომსვლელებმა, მუნიციპალიტეტებს შორის კარგი პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას გასუსვეს ხაზი და დეცენტრალიზაციის რეფორმის განხორციელების ფარგლებში, უფრო მეტი უფლებამოსილებების დელეგირებაზე ისაუბრეს, რაც ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში უფლებამოსილებათა დელეგირების შესახებ იმსჯელეს და აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება შეაფასეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა – ნიკოლოზ როსებაშვილმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა – ნატო ჩაფიძემ.

ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა -დავით მელუამ კი, დამსწრე საზოგადოებას, ჯანდაცვის პროგრამების სფეროში მუნიციპალიტეტების შესაძლებლობათა შეფასების კვლევის ანგარიში წარუდგინა, რომელიც საქართველოს 44 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. მანვე ისაუბრა კვლევის ძირითად მიგნებებზე და განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტის სრული ვერსიის ნახვა ასოციაციის პორტალზე იქნება შესაძლებელი.

დავით მელუას განმარტებით, ვინაიდან თვითმმართველობებში აღნიშნული პროცესის აღსრულება საწყის ფაზაშია, 2021 წლის კარგი პრაქტიკის გაზიარების პროგრამიდან, ათეა-სა და UNDP -ის გადაწყვეტილებით, ცალკე გამოიყო სოციალურ სფეროში დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების თემა და ასეთი პრაქტიკის ანალიზს უფრო მეტი დრო დაეთმო. შესაბამისად, დღეს, სწორედ ის მუნიციპალიტეტები გამოავლინეს, რომლებიც სოციალურ პროექტებს უშუალოდ ახალ კანონმდებლობასთან მიმართებაში ახორციელებენ, თუმცა, მისივე განცხადებით, სოციალური სფერო კვლავ იქნება წარმოდგენილი საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ყოველწლიურ კონკურსში, სადაც ყველა მუნიციპალიტეტს მიეცემა საშუალება წარმოაჩინოს ინოვაციური პროგრამები.

კონფერენციის დასკვნით ეტაპზე, გაიმართა ხუთი მუნიციპალიტეტის დაჯილდოების ცერემონია.

სოციალურ და ჯანდაცვის სფეროებში საუკეთესო მუნიციპალური პროგრამებისთვის სიგელები გადაეცათ;

• ლანჩხუთის თემთა მუნიციპალიტეტს – აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამისთვის,

• სენაკის თემთა მუნიციპალიტეტს – ხანდაზმულ მოქალაქეთა ბინაზე დახმარების მუნიციპალური პროგრამისთვის,

• შუახევის თემთა მუნიციპალიტეტს – სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალების ეკონომიკური გაძლიერების პროგრამისთვის,

• ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს – პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმწოდებელ პირთა გადამზადების პროგრამისთვის,

• გორის თემთა მუნიციპალიტეტს – ძალადობის შედეგად ფსიქოთერაპიის საჭიროების მქონე ბავშვებს სპეციალური რეაბილიტაციის პროგრამისთვის.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –