საქართველოს ადგილობრივ თვითმმართვეობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), ევროკავშირის პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, სამდღიანი ტრენინგი – „თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელი“ დასავლეთ საქართველოდან დაიწყო.
ტრენინგების სერია, რომელიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჯგუფებისთვის და თემის ლიდერებისთვის ეწყობა, დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაიმართა, ხვალიდან კი ანალოგიური შეხვედრები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს მოიცავს.
ტრენინგზე, რომელიც ქვეყნის მუნიციპალიტეტებში თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების ე.წ. CLLD მიდგომების დანერგვას ისახავს მიზნად, თვითმმართველობის სამართლებრივ და სამოქალაქო ბიუჯეტირების საფუძვლებზე, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე თემის მობილიზების ტექნიკასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ.
სამდღიანი ტრენინგი – „თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელი“, – ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა.
Add comment