საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (NALAG) და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალური ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი – თამარ ტალიაშვილი სამუშაო ვიზიტით ჰელსინკსა და ბრიუსელში გაემგზავრა.
თამარ ტალიაშვილი 1 მარტს, ქალაქ ჰელსინკში, ეკოლოგიისა და გარემოსდაცვით საკითხებზე გამართულ ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებს თბილისის ეკოპოლიტიკის წარმატებულ პროექტებს გააცნობს.
6-7 მარტს კი, ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში “Power2Her” , ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში, თემაზე ,,გენდერული თანასწორობა ქალაქებში“ გამართულ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას და საქართველოს მაგალითზე გენდერული თანასწორობის შესახებ მოხსენებით წარსდგება.
Add comment