ქართულმა დელეგაციამ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (NALAG) და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის – თამარ ტალიაშვილის, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა და რეგიონთა პალატების წარმომადგენლების – ნინო ქავთარაძისა და ბექა დავითულიანის შემადგენლობით, ქალაქ ბელგრადში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
სხდომის მონაწილეებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 14 საკითხს შორის, ევროპის ოთხი ქვეყნის, ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მონიტორინგის შედეგები განიხილეს და წევრ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებზე, ასევე ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრის დასასრულს კი კომიტეტის წევრებმა, მომავალი სხდომის დღის წესრიგი განიხილეს.
ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა 7 თებერვალს გაიმართა.
Add comment