საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში (NALAG), ევროკავშირის პროექტის N4ED-ის ფარგლებში მიმდინარე საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის შემფასებელი კომისიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
სხდომის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტებიდან შემოსული განაცხადები განიხილეს და თითოეული ექსპერტის მიერ, ინდიკატორებისა და კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული ქულათა ჯამის შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრაზე გამოიკვეთა შედარებით ძლიერი და სუსტი განაცხადები და შედგა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც საბოლოო შეფასებისთვის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის მმართველ კომიტეტს გადაეგზავნება.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), პროექტის – „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) – ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შეიქმნა მმართველი კომიტეტი და შეირჩა სამი თემა.
კონკურსში ოცდაოთხმა მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც გენდერული თანასწორობის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და მოქალაქეთა ჩართულობის თემატიკაზე 34 პროექტი წარმოადგინეს.
გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონია, 19 დეკემბერს დაგეგმილ, საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნულ კონფერენციაზე გაიმართება.
Add comment