+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ათეა-ს პრეზიდენტმა – კახა კალაძემ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

დეკემბერი 8, 2018 /რედაქტორი -Admin

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა –  კახა კალაძემ  საქართველოს პარლამენტში გამართულ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც  საქართველოში საერობო (თვითმმართველობის) არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ასოციაციის პრეზიდენტმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა, თვითმმართველობის როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყანაში 2014 წლიდან დაწყებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის ფარგლებშიც, ადგილობრივ ხელისუფლებებს გაცილებით მეტი ძალაუფლება და ფინანსური რესურსი მიენიჭა.

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და პრიორიტეტი დეცენტრალიზაციის მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის პოლიტიკაა, რაზეც ჩვენ მიერ უკვე გადადგმული ქმედითი ნაბიჯები ცხადად მეტყველებს. მათ შორის, აღსანიშნავია, 2014 წლიდან დაწყებული თვითმმართველობის რეფორმა. ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა მუნიციპალიტეტში მერს პირდაპირი წესით, 50%-იანი ბარიერის გადალახვით ირჩევენ, რაც არჩეული პირის ლეგიტიმაციას კიდევ უფრო ზრდის და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს. ნებისმიერი ქალაქის ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს სწორედ იქ მცხოვრები მოქალაქეები და ქალაქის ცხოვრებაში მათი ჩართულობა განაპირობებს“, – განაცხადა ათეა-ს პრეზიდენტმა.

კახა კალაძემ ქალაქის მართვაში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის გასაძლიერებლად, დედაქალაქის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას მომავალშიც განაგრძობს.

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, 2018 წელს დაარსდა. იგი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმას წარმოადგენს და საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, 12 რეგიონის გუბერნატორსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს.

ფორუმის მონაწილეებს სხვა გამომსვლელებთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა – გიორგი ტყემალაძემ,  პრემიერ-მინისტრმა – მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ – ირაკლი კობახიძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიმართეს.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –