,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი 2018’’ – ის განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის როლი. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ ამ ფორუმის ფარგლებში ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელებას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ თვითმმართველობის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანას “,- განცხადება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ – გიორგი ჩაკვეტაძემ დღევანდელი ფორუმის მიმართულებებზე კომენტირებისას.
დედაქალაქის წარმომადგენლოთი ორგანოს წევრი საქართველოს პარლამენტში გამართულ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი 2018’’ -ის რეგიონულ შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა, დამსწრე საზოგადოებას ფორუმში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ახალგაზრულ პრიორიტეტებზე დაფუძვნებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმცია.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი 2018’’ – ის იდეა პირველ რიგში პლატფორმის შექმნას გულისხმობდა; პლატფორმის, რომელიც საერთო ხედვების გარშემო გაგვაერთიანებდა. ეს საერთაშორისო პრაქტიკაა და განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, ჩვენ, ახალგაზრდებს, ერთი საერთო მიზანი გვაქვს – ჩვენი მანდატი მოსახლეობისა და ჩვენი მუნიციპალიტეტების საჭიროებებს პასუხობდეს!
ჩვენ არ ვდგამთ ერთჯერად ნაბიჯებს, ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებულ პროცესში!´ – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ღონისძიებას, რომელიც ,,ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში იმართება, საქართველოს საკანონმდებლო და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, ასევე საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებიან.
აღნიშნული ფორუმი ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდა დელეგატთა მონაწილეობით შექმნილი პლატფორმის გაძლიერებას, ბიუჯეტის პროექტის შეფასების კრიტერიუმების განხილვასა და 2019 წლის საფინანსო დოკუმენტის დაგეგმვის პროცესში მათი გამოცდილების გათვალისწინებას, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების ხელშეწყობასა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
Add comment