+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

გიორგი ტყემალაძემ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი -2018“-ის რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ოქტომბერი 18, 2018 /რედაქტორი -Admin

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის  (NALAG) პირველმა ვიცე – პრეზიდენტმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ –  გიორგი ტყემალაძემ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი -2018“-ის რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ათეა-ს ხელმძღვანელმა პირმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნული ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტირების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას გაუსვა ხაზი.

,,ძალიან მიხარია, რომ პირველი წარმატებული ფორუმის შემდეგ უკვე მეორედ ვიკრიბებით ამ ფორმატით და კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს ეს პლატფორმა. შერჩეული თემატიკა საკმაოდ აქტუალური და ძალიან დროულია, ვინაიდან მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს 2019 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი.

მნიშვნელოვანია ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესებში, სწორად განისაზღვროს მომდევნო წლის პრიორიტეტები და განხორციელდეს მათი ადეკვატური შეფასება. ახალგაზრდობას შეუძლია შემოგვთავაზოს  ინოვაციური გადაწყვეტები  და დაგვეხმაროს მნიშვნელოვანი გამოწვევების უფრო ეფექტურ დაძლევაში“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ათეა – ს პირველმა ვიცე – პრეზიდენტმა   ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის განსახორციელებელ ღონისძიებებზეც ისაუბრა და ამ კუთხით თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის აქტიურობაზე გაამახვილა ყურადღება.  

,,ჩვენი მსჯელობის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მიდგომა, რომ ახალგაზრდობის საკითხები ვერ იქნება განხილული და გადაწყვეტილი მათი ჩართულობის გარეშე. საჭიროა ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის წახალისება, რათა მათივე მხრიდან მოხდეს ინტერესებისა და საჭიროებების პრიორიტეტიზაცია, რაც ასევე დაგვეხმარება დაგეგმვის პროცესებში და რესურსების ეფექტურ გამოყენებაში. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ საზოგადოების ახალგაზრდა ჯგუფების მნიშვნელობას პროგრესისა და საერთო კეთილდღეობის მიღწევის პროცესში. ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ დღეს საკრებულოს ის ახალგაზრდა წევრები შეიკრიბნენ, ვინც ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს.

ფორუმის მთავარი ამოცანაა ახალგაზრდა ლიდერებმა ხელი შეუწყონ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გაუმჯობესებას და გამჭვირვალობას. ვფიქრობ, ეს ფორმატი ნამდვილად შეიძლება ჩამოყალიბდეს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ახალგაზრდა მოხელეებს შორის წარმატებული პრაქტიკის გაცვლის ეფექტურ პლატფორმად.

მიხარია, რომ თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია აქტიურია ამ კუთხით – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

ათეა-ს ხელმძღვანელმა პირმა  აღნიშნულ პროცესში ევროპის კავშირის ჩართულობაზეც ისაუბრა და პარტნიორ ორგანიზაცებსა და ფორუმის ორგანიზატორებს დღევანდელი ღონისძიების ჩატარებისთვის  მადლობა გადაუხადა.

,,დღევანდელი ფორუმი ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის ფარგლებშია ორგანიზებული, რაც საკმაოდ სიმბოლურია. ვფიქრობ ასევე, მნიშვნელოვანი იქნება ევროპული პლატფორმების დონეზე ქართველი ახალგაზრდა ლიდერების გააქტიურება. შეგვიძლია ბევრი კარგი მაგალითი გავიზიაროთ ევროპელი კოლეგებისგან.

დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგი ინტენსიურ სამუშაო ფორმატს გულისხმობს. მინდა მადლობა გადავუხადო დღევანდელი ფორუმის ორგანიზებაში მონაწილე ყველა პირს და წარმატება ვუსურვო სამუშაო ჯგუფებს, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ღონისძიებას,   რომელიც  ,,ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში იმართება, საქართველოს საკანონმდებლო და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, ასევე საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებიან.

აღნიშნული ფორუმი ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდა  დელეგატთა მონაწილეობით შექმნილი პლატფორმის გაძლიერებას, ბიუჯეტის პროექტის შეფასების კრიტერიუმების განხილვასა და 2019 წლის საფინანსო დოკუმენტის დაგეგმვის პროცესში მათი გამოცდილების გათვალისწინებას, ასევე  ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების ხელშეწყობასა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ფოტო გალერეა 

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –