+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი – გიორგი ტყემალაძე ფორუმში ,,სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი ‘’ იღებს მონაწილეობას

ივლისი 9, 2018 /რედაქტორი -Admin

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარე- გიორგი ტყემალაძე, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან – ნათია ღვინაშვილთან ერთად  ,,სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ‘’ II ფორუმს ესწრება.

ყვარლის მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას ინიციატივით მოეწყო, გიორგი ტყემალაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა ღონისძიების  ორგანიზატორებსა და მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აღნიშნულ ფორმატში გამართული შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით,  ცენტრალურ ხელისუფლებასა და მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაცია კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის თვითმმართველობების მუშაობას.

ფორუმზე, რომელიც ზაზა გაბუნიამ გახსნა, გიორგი ტყემალაძესთან ერთად დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ  – მზია გიორგობიანმა და  აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  –  დავით გაბაიძემ მიმართეს.

ღონისძიების მონაწილეებმა თვითმმართველობებში რეფორმის კონტექსტში არსებულ გამოწვევებსა და ხედვებზე, კერძოდ კი, მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმაზე, სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილებების გადაცემის საკითხზე, ასევე მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდულ პოლიტიკაზე იმსჯელეს და აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს.

II ფორუმი -,,სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“ დღესაც გაგრძელდება და ის  ადგილობრივი თვითმმართვლობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობას, ასევე დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა.

ორდღიან ღონისძიებაში  საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

 

 

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –