+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

,,ათეა’’-ს გენდერული პლატფორმა თვითმმართველობებში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხების კოორდინაციას განახორციელებს

მაისი 15, 2018 /რედაქტორი -Admin

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, თბილისში პირველი ეროვნული კონფერენცია – ,,გენდერული თანასწორობის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე“ გაიმართა. 

ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ – თამარ ჩუგოშვილმა გახსნა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტთან, დედაქალაქის მერთან – კახა კალაძესთან ერთად, მთავრობის ხელმძღვანელმა პირებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. 

კახა კალაძემ ხელისუფლებისა და ქვეყნის მოსახლეობისთვის აღნიშნული თემის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით, საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს გაუსვა ხაზი. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ნორვეგიის მთავრობას აღნიშნულ საკითხში გაწეული დახმარებისთვის.

,,აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში გენდერული თანასწორობის პლატფორმა შეიქმნა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ.
ამ პლატფორმის მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ხელშეწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სიტყვით გამოსვლისას სამომავლო გეგმებზე და იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც დედაქალაქის მერიამ გენდერული თანასწორობის ნაწილში უკვე განახორციელა.

კონფერენციის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართა  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა.  

თამარ ტალიაშვილმა ბოლო წლებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს როლს გაუსვა ხაზი. 

„ჩვენს უმთავრეს მიზანს, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაძლიერება და გენდერული მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე უფრო ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელება წარმოადგენს. 
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია, როგორც ევროსაბჭოს ინიციატივით შექმნილი ორგანიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერებისა და ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობის თვალსაზრისით, არის საუკეთესო მექანიზმი მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოებისა და ზოგადად, ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის კოორდინირებისათვის.
ამ მოტივების საფუძველზე შევქმენით ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის გენდერული თანასწორობის პლატფორმა”,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა. 

კონფერენციის ძირითადი ნაწილი საქართველოს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში 2016 წელს შესულ შესწორებებს დაეთმო, რომლებიც საკრებულოებში გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნას, ასევე მუნიციპალიტეტების მერიის აპარატში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე მოხელეთა თანამდებობის შემოღებას გულისხმობს. 

ღონისძიებაზე გამართული მსჯელობა სწორედ ახალი რეგულაციების პრაქტიკული განხორციელების გზებს, გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას, ერთიანი სახელმწიფო და ადგილობრივი სტრატეგიების შექმნასა და ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევის ინსტიტუციურ მექანიზმებს შეეხო. 

დღესვე, კონფერენციაზე, რომელიც სასტუმროში „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ გაიმართა, მოწვეული სტუმრების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ  ზუგდიდის, ნინოწმინდის, ოზურგეთის მერები და ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომლებმაც  თვითმმართველობების წარმომადგენლებს შესაბამის მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის მიღწევის მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს.   

ღონისძიებას, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გენდერული თანასწორობის მუნიციპალური საბჭოების წევრები, ასევე არასმათავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის ,,ათეა“-ს ვიცე-პრეზიდენტი – გიორგი ტყემალაძე, ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი – დავით მელუა და მისი მოადგილე – ნათია ღვინაშვილი ესწრებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ კონფერენციისთვის თბილისს ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის  საერთაშორისო პროექტების მრჩეველი – ბიორნ რონგევარი ეწვია.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –