შეხვედრას დაესწრნენ NALAG-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრები, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, პროექტის საინიციატივო ჯგუფის წევრები, მედია, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები.
მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს თავიანთი შეხედულებები ადგილობრივ მმართველობით პროცესებში თემის მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე.
„ასეთი შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რათა გამონახონ გზები სამომავლო თანამშრომლობისთვის. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ აქტიური მოქალაქე ადგილობრივი დემოკრატიის სიძლიერეა. ეს არის რიგით მეცხრე შეხვედრა, მსგავსი შეხვედრა ტარდება ყველა რეგიონში“, – განაცხადა „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ.
მედია-ტურის პარალელურად, სოფელ გამარჟვებაში ახალგაზრდული კომპიუტერული სასწავლო ცენტრის გაიხსნის ცერემონიაც შედგა.
ახალგაზრდული კომპიუტერული სასწავლო ცენტრი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის (KS) და საქარ. ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიხსნა. სოფლის მოსახლეობამ, წინასწარ შერჩეულ შენობას, სარემონტო სამუშაოები საკუთარი ძალებით ჩაუტარა და აუცილებელი ტექნიკა და ინვენტარი შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ დღემდე სოფლის არც ერთ მოსახლეს არ ქონდა წვდომა ინტერნეტთან, რაც მნიშვნელოვნად ართულებდა მოსახლეობის, განსაკუთრებით კი დაინტერესებული, ლიდერი ახალგაზრდების ინფორმირებულობას, ცოდნის ამაღლების და რაიონის თუ რეგიონის თვითმმართველობის პროცესებში ჩართულობის შესაძლებლობას.
2014 წლის 10 ივლისს ევროკავშირმა და „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ“ ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულების პროექტს „მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივ მმართველობაში“. პროექტის მიზანია რეგიონული სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმ უნარების ჩამოყალიბება, რომლებიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათ აქტიურ მონაწილეობას
Add comment