საქართველოს ადგილობრივი თვითთმართველობის ეროვნულ ასოციაციაში (NALAG) კონკურსის “მე – ევროპის მოქალაქე” გამარჯვებულები დააჯილდოეს. კონკურსის მონაწილეებს უნდა მოეფიქრებინათ სლოგანი, გადაეღოთ ფოტო, ან ვიდეო მასალა თემაზე “მე – ევროპის მოქალაქე”. გამარჯვებული ოთხი მოსწავლე iPad-ით დასაჩუქრდა. პრიზები მოზარდებს საქართველოს ადგილობრივი თვითთმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა გადასცეს. კონკურსი სახელწოდებით „მე ევროპის მოქალაქე’’, გასული წლის დეკემბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ „ევროპის დემოკრატიის სააგენტოების ქსელის“ ინიციატივით გამოაცხადა. კონკურსი ევროპის 47 ქვეყანაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა საშუალო განათლების საფეხურის მოსწავლეებმა მიიღეს. საქართველოდან პირველ ტურში 23 მოსწავლე გადავიდა. მათ მიერ წარდგენილი მასალები შემდგომი შეფასებისთვის ევროპელ პარტნიორებს გადაეგზავნათ. დასკვნით ტურში გამარჯვებული კონკურსანტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან.
Add comment