საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას (NALAG), წყალმომარაგების საკითხებში ჩეხი ექსპერტი მილან ოლერინი ეწვია. ექსპერტი ასოციაციის პრეზიდენტსა და ქალაქ რუსთავის მერს დავით ჯიქიას, ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ დავით მელუასა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში, გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური საკითხების გათვალისწინებაზე ისაუბრეს. ჩეხმა ექსპერტმა ქართულ მხარეს წყლის მართვის სფეროში საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, რომელიც მას სატენდერო დოკუმენტებისა და საინვესტიციო პაკეტების შემუშავებაში აქვს. ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ კი თვითმართველობის აქტიურ ჩართულობასა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. ადგილობრივ თვითთმართველობათა ეროვნული ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სლოვაკეთის საჯარო სამსახურის აკადემიის ქსელთან, რომელიც ქართულ მხარეს მუნიციპალურ დონეზე წყლის რესურსების მართვის კუთხით ეხმარება. შეხვედრაზე ასევე სპეციალური სახელმძღვანელოს შექმნაზეც შეთანხმდნენ. მასში ევროპული ფონდბეიდან და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებიდან დაფინანსების მისაღებად საპროექტო წინადადებების მოსამზადებელი პროცედურები იქნება აღწერილი.
Add comment