22 თებერვალს, ქალაქ გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) ინიცირებითა და LDA-georgia-ს (ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო – საქართველოს) მხარდაჭერით, გაიმართა რეგიონალური შეხვედრა თემაზე „სმოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის“.
შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომა-დგენლები (მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, საკრებულოს წევრები), რეგიონის არასამთავრობო სექტორი და რეგიონული მედია.
ღონისძიებაზე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების როლი ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების საქმეში; მოქალაქეთა მონაწილეობის ეფექტური მექანიზმები; ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული მოდელები და სხვა მნიშვნელოვანი თემები.
დისკუსია გამოიწვია თვითმმართველობის სისტემის შეფასებამ და მისი გაუმჯობრსების გზების ძიების საკითხმა; ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის ახალმა მოთხოვნამ დასახლების საერთო კრების ჩატარებისა და “რჩეულის” არჩევის მექანიზმებმა.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრა და რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია“, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ახორციელებს, ემსახურება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის და დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, კერძოდ კი პროექტის ღონისძიებები დამყარებულია საფუძვლიან მოსაზრებაზე, რომ არც ერთი მთავრობა არ იტყვის უარს პროცესების ცენტრალიზებულად მართვაზე, რომ არა კარგად ორგანიზებული, კვალიფიციური და აქტიური მოთხოვნა ქვემოდან.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოსხლეობა ხშირად ისეთი საკითხების მოგვარებას ითხოვს ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რომლებიც ცილდება მათ კომპეტენციას. ამასთან, მოქალაქეთა მხრიდან დაფიქსირდა მოსაზრება, რომ ხშირად ადგილობრივი ხელისუფლება კვლავაც ჩაკეტილია და არ გამოხატავს მართვის პროცესებში მოქალაქეთა ჩართვის მზაობას. აღნიშნულ დისკუსიაში ხელისუფლების ოპონენტების როლში ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი და მედია მოგვევლინა.
სწორედ იმისთვის, რომ ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებს შეძლებოდათ შეესრულებინათ თავიანთ ტერიტორიულ ერთეულში არსებული მნიშვნელოვანი საკითხებისა თუ პრობლემების კვალიფიციური ადვოკატირება, „ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ“, პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მაშტაბით, ჩაატარა ტრენინგები 62 მუნიციპალიტეტის 1200-მდე სოფლის ლიდერისთვის. ტრენინგების პროგრამა საზოგადოების მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლების პარალელურად, ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის გაცნობას, ინფორმაციის საჯაროობის და მისი გამოთხოვნის წესის, პრიორიტეტული პრობლემების გამოვლენის და მათზე კონცენტრირების უნარ-ჩვევების შეძენას ითვალისწინებდა.
„დღეს გამართული შეხვედრა არის კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ ცდილობენ ადგილობრივი ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება დიალოგის გზით წარმოაჩინონ ადგილობრივი პრობლემები და ერთად იმუშაონ მათი გადაჭრისთვის. ურთიერთობის ასეთი ფორმა უნდა შეფასდეს, როგორც კარგი მმართველობითი პრაქტიკა და ჩვენ ვეცდებით დიალოგის ეს ფორმა სხვა რეგიონებშიც დაინერგოს“ – აცხადებს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის დირექტორი დავით მელუა.
Add comment