2 თებერვალს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას სამუშაო ვიზიტით ეწვია დელეგაცია ევროპის საბჭოდან. შეხვედრის მიზანია ესპანეთში, ადგილობრივი დაფინანსების ნიშნულების პროგრამის გაცნობა საქართველოს მუნიციპალიტეტებისათვის და საპილოტე პროგრამისთვის მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობების დამყარება. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს მართვისა და დემოკრატიული ინსტიტუციების განყოფილების, პროგრამების უფროსი მენეჯერი, ბატონი გენადი კოსიაკი, ბასკების მუნციპალიტეტების ასოციაციის (EUDEL) გენერალური მდივანი, ქალბატონი მარ საბალა და ქალაქ გალდაკაოს მერი (ესპანეთი), ბატონი იბონ ურიბე, ხოლო ქართულ მხარეს წარმოადგენდა ასოციაციის პრეზიდენტი, ქალაქ რუსთავის მერი, ბატონი დავით ჯიქია, ასოციაციის აღამასრულებელი დირექტორი, ბატონი დავით მელუა, რეგიონული განვითარების და ინფრსტრიქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ბატონი გიორგი წაქაძე.
Add comment