საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ევროპულ ქსელთან პარტნიორობით ანხორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს “ადგილობრივი ხელისუფლება როგორც განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მამოძრავებელი” (LADDER). ამ პროექტის ფარგლებში ვატარებთ კონკურსს 10-18 წლის ასაკის მოსწავლეებისთვის. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა დაწერონ სლოგანი, გადაიღონ ფოტო, ან ვიდეო მასალა თემაზე „მე – ევროპის მოქალაქე“. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლე დასაჩუქრდება აიპედით.
ვინაიდან კონკურსში მონაწილეობას არასრულწლოვნები იღებენ აუცილებელია მშობლის ნებართვის ფორმის შევსებაც, რომელიც შეგიძლიათ მიმართოთ განათლების რესურსცენტრებს. დამატებითი კითხევბისათვის და ნაშრომების გადმოსაგზავნად გთხოვთ, მოგვწერეთ office@nala.ge – ზე.
Add comment