26 ნოემბერს ქ.თბილისში, სასტუმრო ,,Continent Cron Palace Hotel Tbilisi’’-ში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის (KS) და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALA) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია თემაზე – ტერიტორიული ერთეულების როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაში;
კონფერენციაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანა; საქართველოს კანონში „რეგიონული განვითარების შესახებ“ ცვლილებების შეტანა; არათანაბარი ეკონომიკური განვითარება საქართველოში; ტერიტორიული ერთეულების განვითარების როლი; მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის განვითარებაში; სამართლებრივი ბაზა რეგიონული განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროცესში; თემთა მობილიზაციის ინიციატივა;
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ დავით ჯიქია- საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, ქალაქ რუსთავის მერი; თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; გია ჟორჟოლიანი – საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; რევაზ კაკულია – საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი; გიორგი წაქაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი; დავით მელუა – საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი; ნინო თვალთვაძე – LDA საქართველოს დირექტორი;
საკითხების გახნილვაში და დისკუსიებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმართველობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები და თემთა ლიდერები.
ზემოაღნიშნული საკითხების განხილვის პარალელუად, კონფერენციის ორანიზატორებმა და მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს პროექტის „თემთა მობილიზაცია მოწყვლად რეგიონებში“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტურობა და დასახეს თანამშრომლობის ახალი გზები.
Add comment