24 ნოემბერს დაიწყო 3 დღიანი სამუშაო შეხვედრებისა და სემინარების სერია, „ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუციონალური ჩარჩოების გაძლიერება“ – თემატური პროგრამის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის რეფორმის ექსპერტების ევოსაბჭოს ცენტრის, დემოკრატიის გენერალური დირექტორიატის და ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციის კონგრესის მიერ.
სამუშაო შეხვედრების მიზანია, უზრუნველყოს მონაწილეების გამოცდილების გაზიარება ქართველ და სხვა ევროპელ კოლეგებს შორის, ადგილობრივი მთავრობების გამოწვევების შესახებ, კერძოდ კი წარმატებული და ეთიკური პოლიტიკის განსაზღვრის და გატარების, მოქალაქეებისა და დაინტერესებული მხარეების პოზიტიური და ეფექტური გზით შთაგონებისა და მოზიდვის შესახებ.
შეხვედრებშ მონაწილებ მერები და გამგებლები გაივლიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა მართვისა და კომუნიკაციის უნარებს გაუმჯობესება ადგილობრივი პოლიტიკური მმაღტველობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის კონტექსტში; გადაწყვეტილების მიღების ადგილობრივ პროცესებში მოქალაქეების ჩართვის დემოკრატიული საშუალებების უფრო კარგად გაცნობა; ადგილობრივ დონეზე ეთიკის საკითხების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება.
Add comment