10-16 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს დემოკრატიის კვირეულის ფარგლებში თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ შეხვედრები ქვემო ქართლის რეგიონში გამართა. შეხვედრები სახლემწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით წალკის, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა.
ღონისძიებაზე ისაუბრეს ეთნიკურ უმცირესობებთან თანაცხოვრების, საზოგადოებაში ინტეგრაციის, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობის საკითხებზე.
“დღეს სხვადასხვა ეროვნების ადამიანებმა გამოთქვეს აზრი, რომ წინაპრების, ძველი მეგობრული ურთიერთობები კიდევ უნდა გავაღრმავოთ, გავაძლიეროთ და ეს იქნება წვლილი იმისათვის, რომ ქვეყანა ევროპაში შევიდეს მდიდრული ტრადიციებით, არა მარტო ეკონომიკური სიძლიერით, არამედ სულიერებითაც და ამ ჰარმონიით ჩვენ ჩვენი სიტყვა ვთქვათ პროგრესული კაცობრიობის განვითარებაში”, – განაცხადა პაატა ხიზანაშვილმა.
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმარულებელმა დირექტორმა დავით მელუამ იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
“ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ეთნიკურ თემებს აქვთ. მათ საშუალება ჰქონდათ შეკითხვები დაესვათ როგორც რეგიონის გუბერნატორისთვის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და პრობლემების გადაჭრის გზები გამოენახათ. ვნახეთ ძალიან დიდი ენთუზიაზმი ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობის მხრიდან. ვიმედოვნებთ ასეთი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ევროპის საბჭოც აქტიურად იქნება ჩართული ამ ღონისძიებებში”, – განაცხადა დავით მელუამ.
კვირეულის შემაჯამებელი ღონისძება რუსთავში, ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი, მისი პირველი მოადგილე, კახა გუგეშაშვილი, ქვემო ქართლის რეგიონის გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები, თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, ქალაქ რუსთავის მერი, დავით ჯიქია, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა და საერთაშორისო მდივანი ტატიანა ბოკუჩავა.
http://bolnisi.ge/?p=10470
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/349447-adgilobriv-thvithmmarthvelobatha-erovnulma-asociaciam-tsalkashi-shekhvedra-gamartha.html?ar=A
http://www.kvemokartli.info/
Add comment