“ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში”
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით 10-11 ივლის ქალაქ თბილისში გაიმართა რეგონალური კონფერენცია, რომელიც აერთიანებს სასომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდავეთის, უკრაინის და ბელორუსიის ადგილობრივ ხელისუფლებათა არჩეულ წარმომადგენლებს, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციებს, სამოქალაქო საზოგადოები სორგანიზაციებს და ექსპერტებს ადგილობრივი და თვითმმართველობისა, დადემოკრატიის სექტორებიდან.
მონაწილეები, რომელთა რიცხვი ასს აღემატება იმსჯელეს კვლევის შედეგებზე, რომელიც შეეხება მერებისა და ადგილობრივი თვითმმართველი საბჭოების როლსა და პასუხისმგებლობას აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნებში. მონაწილეებმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: როგორ შეიძლება ცვლილებების განხორციელება ადგილობრივ ხელისუფლებათა არჩეული წარმომადგენლების მხრიდან, ნდობის გაძლიერება ადგილობრივ ხელისუფლებათა მიმართ, მოქალაქეთა ჩართულობა ეთნიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში და როგორ შეიძლება განისაზღვროს გზა ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებისათვის.
ექსპერტების პრეზენტაციებისა და კოლეგებს შორის ინფორმაციის გაცვლით შესაძლებელი იქნება შემუშავდეს რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება.
აღნიშნული კონფერენცია, “ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება” პროგრამის ფარგლებში, პირველი მთავარი რეგიონალური ღონისძიებაა, როგორც 2015-2017 პერიოდის ერთობლივი პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდავეთის, უკრაინისა და ბელორუსის ქვეყნებში.
ევროკავშირის და ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული ღონისძიება მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეფორმების გაძლიერებას ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში.
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებათა კონგრესი წარმოადგენს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებას და ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას. ის შედგება ადგილობრივ ხელისუფალთა პალატის და რეგიონთა პალატისაგან, და აერთიანებს 324 სრულ და 324 შემცვლელ წევრებს, რომლებიც წარმოადგენენ 200,000 ევროპის ტერიტორიულ ერთეულებს.
Add comment