18-19 ივნისს ქალაქ რიგაში, ლატვიის ადგილობრივი და რეგიონალური ასოციაციის, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკომისიის ორგანიზებით, იმართება ღონისძიება თემაზე „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის შეცვლა – ფოკუსირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე.“
18 ივნისს დაგეგმილი სემინარის მიზანი არის აღმოსავლეთ პარტნიორიბის ქვეყნების ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის ჩართულობა ევროკომისიისა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის „ახალი მიმართულებები ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში“ მიერ ორგანიზებულ კონსულტაციებში. ხოლო 19 ივნისს გაიმართება კონფერენცია თემაზე „ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობებს შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების წარმოების ეფექტური მექანიზმები.“
კონფერენციაში მონაწილეობენ ადგილობრივ დონეზე არჩეული პოლიტიკოსები, ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები აღმოსავლეთ პარტნიორიბისა და ვვროკავშირის ქვეყნებიდან. საქართველო წარმოდგენილია ოთხკაციანი დელეგაციით, დავით ჯიქია – საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, CORLEAP-ის ბიუროს წევრი, ქალაქ რუსთავის მერი; შოთა მურღულია – ქალაქ ქუთაისის მერი; დავით მელუა – საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ტატიანა ბოკუჩავა – ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი.
Add comment