ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, რომლითაც ახლებურად მოწესრიგდა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობა. თუმცა პრაქტიკამ ცხადყო, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე საქართველოს დედაქალაქის – თბილისის კარი და თბილისთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები საჭიროებს დახვეწასა და პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემების შესაბამისად კოდექსის ნორმების ახლებურ რეგულირებას.
ზემოაღნიშნული საკითხებიდან გამომდინარე მომზადდა კანონპროექტი, რომლის მიზანს წარმოადგენს პრაქტიკაში გამოვლენილი სირთულეებიდან გამომდინარე იმ ხარვეზების გამოსწორება, რომლებიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობას აფერხებს და იწვევს ადამიანური რესურსების გაუმართლებელ ხარჯვას.
ცვლილებების შედეგად გაიზრდება თვითმართველი ერთეულის საქმიანობის ეფექტიანობა, დაჩქარდება ყველა ის პროცესი, რომელიც არსებითი და მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მერიის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
გთხოვთ, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ტექსტი იხილოთ ბმულზე, ხოლო საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებითი ბარათი იხილოთ შემდეგ ბმულზე.
Add comment