საქართველო, – 2015 წლის 23-27 მარტს, საქართველოს იუსტიცის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია თვითმმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამა დასრულდა, რომელშიც 55-მა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, სამუშაო სესიებში ასევე მონაწილეობას მიიღეს საქართველოს პარლამენტი აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წამყვანმა ექსპერტებმა,
ტრენინგ-პროგრამის პირველი ნაწილი თვითმმართველობის ერთეულებში ახლად დანიშნული საკონტაქტო პირებისათვის იქნება განკუთვნილი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს შეეხება, ხოლო მეორე ნაწილი კლიმატის ცვლილების მუნიციპალური გზამკვლევის (კონცეფსიის) შემუშავებას, სტრატეგიულ გარემოსდაცვით და სივრციითი დაგეგმარების საკითხებს მოიცავდა. საერთო ჯამში ჩატარდა ტრენინგების 7 სესია და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი იქნა განხილული. ტრენინგ-პროგრამაში სასწავლო მოდულებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების (CENN, “ელკანა”, „ნაკრესი“, „ენერგოეფექტურობის ცენტრი“, „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები, „მწვანე ალტერნატივა“) ექსპერტებთან თანამშრომლობით განხორციელდა,
მუნიციპალიტეტებში პროგრამა წარმოადგენს საკვანძო ინიციატივას, რომელიც მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხების აქტუალიზაციას და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სპეციალური ერთეულების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის დიდსულოვანი მხარდაჭერის შედეგად და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევის საფუძველზე
აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას საქართველოში, როგორც მნიშვნელოვან ძალისხმევას საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური მენეჯმენტისა და დაცვისათვის.
Add comment