2014 წლის 14-15 მაისს ქალაქ თბილისში, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნი“ იმართება სემინარი თემაზე “განვითარებისა და მმართველობის სფეროში ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების შესაძლებლობის გაზრდა და დიალოგის ხელშეწყობა ევრაზიის კონტინენტზე”.
სემინარი ორგანიზებულია ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მსოფლიო ქსელის მიერ დაფუძნებული სადისკუსიო ფორმუმის მიერ, ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. სემინარის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოში ევროდელეგაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი ბორის იაროშევიჩი, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციაციის წარმომადგენლები.
სემინარში მონაწილებას იღებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოდან, ევროპის კავშირის ქვეყნებიდან, ლათინური ამერიკიდან, ცენტრალური აზიიდან და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებიდან. სემინარზე განიხილება დეცენტრალიზაციის პროცესი ევრაზიის კონტინენტზე და ადგილობრივი ხელისუფლების როლი ადგილობრივ განვითარების პროცესებში
Add comment