საქართველოს ადილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია წევრი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის განაგრძობს ონლაინ სემინარებს.
მომდევნო სამი შეხვედრის თემა: საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის არსი, მისი განხორციელების ძირითადი პრინციპები და პროცედურა
თარიღები: 01 /02/03 აპრილი, 11:00 საათი.
მოწვეული ექსპერტები: ეკატერინე ფრანგულაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი და ნატო გუჯაბიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის შესაბამისობისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი.
საგანმანათლებლო შეხვედრები ჩატარდება პლატფორმის ,,ZOOM” მეშვეობით. შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია გეცნობებათ იმ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელსაც მიუთითებთ რეგისტრაციის დროს.
