21 დეკემბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საატესტატო კომისიის წევრებმა გამგებლობის კანდიდატად “ქართული ოცნების” წევრი ვალერიან ალიბეგაშვილი დაასახელეს, რაც ასევე „ქართული ოცნების“ წევრის, კოტე კაპანაძის მომხრეებმა გააპროტესტეს. აქტივისტები კომისიის სხდომაზე რამდენჯერმე შეიჭრნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. კაპანაძის მომხრეები იმუქრებოდნენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტს უფრო გაამწვავებენ. საკრებულოს შენობაში პოლიციის თანამშრომლები იმყოფებონენ. პოლიციის უფროსმა ვითარების განმუხტვა სცადა, თუმცა უშედეგოდ. იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და საკრებულოს შენობა არ დატოვეს სამართალდამცავებს სხვა რეაგირება არ მოუხდენიათ.
Add comment