საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის 2025 წლის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის (BPP) გამარჯვებული მუნიციპალიტეტები უკვე გამოვლენილია.
BPP კონკურსის მიზანია მუნიციპალიტეტებში ინოვაციური, ეფექტიანი და დემოკრატიული მმართველობის მაგალითების გამოვლენა, კარგი პრაქტიკების ურთიერთგაზიარების შესაძლებლობა და წარმატებული შედეგის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა.
დაჯილდოების ცერემონია 28 მარტს გაიმართება.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, 2018 წლიდან ახორციელებდა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენასა და გაზიარებისთვის.
