საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრებს განაგრძობს.
მომდევნო შეხვედრის თემა: მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა და საეტაპო ოქმის წარდგენის პროცედურა
თარიღი: 11 თებერვალი, 14:00 სთ.
ექსპერტები: ნინო იოსელიანი – სამშენებლო სამართლის ექსპერტი; სამართლის დოქტორი; რუსუდან სულამანიძე – სამართლის მაგისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.
ონლაინ შეხვედრა ჩატარდება პლატფორმის ,,ZOOM” მეშვეობით.
Add comment