საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) რიგით XXXI სხდომა მოიწვია, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს.
გასვლით სხდომაზე, რომელსაც ათეა-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე ხელმძღვანელობდა, ასოციაციის 6 თვის ანგარიში მოისმინეს.
ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა – დავით მელუამ და მისმა მოადგილემ – ნათია ღვინაშვილმა ათეა-ს აპარატის საქმიანობაზე დეტალურად ისაუბრეს და ის პროექტები წარმოადგინეს, რომლებიც საერთაშორისო დონეზე საქართველოს თვითმმართველობების ინტერესების წარდგენას, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობასა და დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართულობას მოიცავს.
აღმასრულებელმა საბჭომ ანგარიში დადებითად შეაფასა და ორგანიზაციის წევრებთან ერთად სამომავლო გეგმები დასახა.
გიორგი ტყემალაძემ ასოციაციის როლზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ათეა-სა და მუნიციპალიტეტების მჭიდრო კოორდინაცია თვითმმართველობების გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
სხდომის მონაწილეებმა დღესვე კარგი მმართველობისა და დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიის სამუშაოების შესახებ იმსჯელეს.
იხილეთ ვრცლად: http://nala.ge/post/224922-
Add comment