საქართველოს ადილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია წევრი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის განაგრძობს ონლაინ სემინარებს.
მომდევნო შეხვედრის თემა: პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანგარიშგების ეტაპზე დაშვებული ძირითადი სისტემური ხასიათის ხარვეზები (კონკრეტული უწყებებისა და მუნიციპალიტეტების მაგალითები)
თარიღი: 10 თებერვალი, 11:00 საათი.
მოწვეული ექსპერტი: ეთერ გვარამაძე – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის ბიუჯეტის უფროსი ანალიტიკოსი
საგანმანათლებლო შეხვედრა ჩატარდება პლატფორმის ,,ZOOM” მეშვეობით. შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია გეცნობებათ იმ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელსაც მიუთითებთ რეგისტრაციის დროს.
