17-21 თებერვალს, ბარსელონაში, გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა თემაზე – „ადგილობრივი მთავრობისა და ახალგაზრდების როლი მომავლის ფორმირებაში“.
შეხვედრაში საქართველოდან ჩართულნი იყვნენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები – ოთარ გრიგოლია და ნინო ვარდოსანიძე.
ფართომასშტაბიანი ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ხედვების ინტეგრირება ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და თაობებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, რაც 2030 წლის გლობალური მიზნების მიღწევას უპასუხებს.
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ადგილობრივი მთავრობის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, ადგილობრივი მთავრობის აქტიური ჩართულობა კლიმატის ცვლილების საკითხებში, ასევე ინოვაციების და ტექნოლოგიების როლი ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესებაში.
გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილი პროექტების პრეზენტაციებს, რის შემდეგაც მოხდა იდეებს გაცვლა.
ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა კოლეგებთან ერთად მზადყოფნა გამოთქვეს გააღრმაონ თანამშრომლობა და მიიღონ ერთიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას და მსოფლიოს წინაშე მდგარი გლობალური გამოწვევების დაძლევას.
Add comment