+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
    • English
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English

ქართულმა დელეგაციამ CORLEAP-ის მე-13 ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

იანვარი 23, 2025 /რედაქტორი -NALAG

პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების კონფერენციის (CORLEAP) მე-13 ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა,  რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული დელეგაციის წევრები, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი – ნინო ლაცაბიძე და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი – სანდრო სორდია.

ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა  CORLEAP-ის წევრ ქვეყნებში არსებული მდგომარეობის შეფასება და სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა ევროკავშირის ახალი პოლიტიკური ციკლის კონტექსტში. ძირითადი თემები მოიცავდა თანამშრომლობის, დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის პრაქტიკის გაღრმავებას, ასევე EaP აკადემიის  განვითარების გეგმის ჩამოყალიბებას, რომელიც ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების საჯარო ადმინისტრირების შესაძლებლობების გაუმჯობესებას გულისხმობს.

სანდრო სორდიამ სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონთან ზუგდიდის სტრატეგიულ მდებარეობაზე გაამახვილა ყურადღება და განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, ხაზი გაუსვა დიალოგის პლატფორმის მნიშვნელობას.

,,პლატფორმას შეუძლია ევროპულ სტრუქტურებთან და პარტნიორებთან საუბრის შესაძლებლობა მოგვცეს. უფრო მეტიც, შესაძლებელია მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ზოგადად საზოგადოებას და გავუზიაროთ ორმხრივი პრაქტიკა და გამოცდილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებს, რთულ გეოგრაფიულ ვითარებაში მუნიციპალიტეტის როლის გააქტიურების კუთხით, რათა მათი მოკრძალებული წვლილი შეიტანონ საყოველთაო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის’’ – განაცხადა სანდრო სორდიამ.

ქართველმა დელეგატმა კონფერენციის ორგანიზატორებს შეხვედრაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და კოლეგებს  იმ გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობები აწყდებიან საქართველოში.

სანდრო სორდიას  განცხადებით, საქართველოში დეცენტრალიზაციის კუთხით მიღწეული გარკვეული პროგრესის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ადამიანური რესურსების კვალიფიკაციის ზრდის საჭიროება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ურბანული დაგეგმარება, ფინანსური მენეჯმენტი, სახელმწიფო შესყიდვები და გარემოსდაცვითი მმართველობა.

აღნიშნული პრობლემების დასაძლევად დელეგატმა კოლეგებს საკუთარი წინადადებები გააცნო, რაც გულისხმობს  ჰიბრიდული სასწავლო პროგრამების და დედაქალაქიდან დაშორებული მუნიციპალიტეტებისთვის სასწავლო ჰაბების შექმნის ხელმისაწვდომობას, ასევე პროფესიული სტიპენდიების პროგრამების ჩამოყალიბებას და საერთაშორისო თანამშრომლობას ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა ევროპის კოლეჯი და ReSPA, რაც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ისარგებლონ სპეციალიზებული კურსებით და გაცვალონ საუკეთესო პრაქტიკა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

სანდრო სორდიას განცხადებით ასევე მნიშვნელოვანია მენტორობის პროგრამებისა და სამუშაო გამოცდილების გაზიარების ინიციატივების დანერგვა,

წინადადებები ასევე  მოიცავდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების, მოქალაქეთა ჩართულობისა და მწვანე პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელობას უფრო რეაგირებადი და მდგრადი მმართველობის შესაქმნელად.

საუბრის დასასრულს ქართველმა დელეგატმა დამსწრეებს გრძელვადიანი ინიციატივა გააცნო, რაც გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის აკადემიის შექმნას საჯარო მმართველობისთვის (EPAPA). სანდრო სორდიას განმარტებით, ცენტრალიზებული ინსტიტუტის შექმნის ნაცვლად, EPAPA იმოქმედებს როგორც ქსელი, რომელიც აკავშირებს არსებულ ტრენინგ პროვაიდერებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რაც უზრუნველყოფს თითოეული მუნიციპალიტეტის უნიკალურ საჭიროებებზე მორგებულ მხარდაჭერას.

,,ადამიანებში ინვესტიციებით ჩვენ ვაძლიერებთ ინსტიტუტებს. ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება არ არის მხოლოდ აუცილებლობა – ეს არის მდგრადი მმართველობისა და რეგიონული განვითარების საფუძველი”,- აღნიშნა სანდრო სორდიამ  და კოლეგებს თნამშრომლობისკენ მოუწოდა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებისთვის ასევე  მოეწყო საგანმანათლებლო ვიზიტი აეროპოლის პოდკარპაკის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პარკში და Medevac Hub -ში – უკრაინელი პაციენტების სამედიცინო ევაკუაციის ცენტრში.

 

ფოტო გალერეა

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –