+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
    • English
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English

ქართულმა დელეგაციამ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს წერილით მიმართა

თებერვალი 26, 2025 /რედაქტორი -NALAG

ქართულმა დელეგაციამ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს წერილი წარუდგინა.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ აბაშიძის, ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტის, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის – გიორგი ტყემალაძის,   ასევე  თბილისის საკრებულოს წევრის, ოთარ გრიგოლიას მიერ წარდგენილი წერილი ეხმიანება კონგრესის ბიუროს მიერ გავრცელებულ ბოლოდროინდელ განცხადებას, სადაც საუბარია არჩევნების გადადებისა და ოპოზიციასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.

„ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს დელეგაციასთან შეხვედრისას ჩვენ ჩავატარეთ ღია და გამჭვირვალე დისკუსია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. გვეგონა, რომ ამ საკითხში ჩვენ ურთიერთგაგებას მივაღწიეთ. სწორედ ამიტომ, გაგვიკვირდა ბიუროს შემდგომი მოწოდება არჩევნების გადადებისა და ოპოზიციასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ. როგორც ჩანს, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. როგორც სუვერენული ერი, საქართველო მოწოდებულია დაიცვას თავისი კონსტიტუციური ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიზაციას. ბიუროს მოწოდება არჩევნების გადადების შესახებ კი სცილდება თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს და ზოგადად, კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოებს. ოფიციალური ორგანო მოუწოდებს სუვერენულ ქვეყანას იმოქმედოს უცხოური რეკომენდაციების შესაბამისად და არა საკუთარი კონსტიტუციით. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი რეკომენდაციები უნდა ემთხვეოდეს წევრი ქვეყნების კონსტიტუციურ პროცესებს“ – აღნიშნულია წერილში.

ქართული დელეგაციის წერილში ასევე ყურადღება გამახვილდა  თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე. როგორც წერილშია აღნიშნული პროტესტი არ იყო მშვიდობიანი და იგი სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სამართალდამცველებსა და საჯარო ინფრასტრუქტურაზე ძალადობრივ ქმედებებს მოიცავდა. წერილში ასევე ნათქვამია, რომ აქციების დროს ხდებოდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებისა და პიროტექნიკის გამოყენება, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მიერ ძალადობრივი ჯგუფების „მშვიდობიან დემონსტრანტებად“ მოხსენიებით. ასეთი აღწერა არა მხოლოდ არაზუსტია, არამედ შეცდომაში შემყვანიც. საპროტესტო აქციების დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი. ინფრასტრუქტურის განადგურებამ და სასწრაფო დახმარების სამსახურების შეფერხებამ ასევე საფრთხე შეუქმნა რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოებას. ჩვენ გვჯერა, რომ ბიურო აცნობიერებს საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონის უზენაესობის შენარჩუნების მნიშვნელობას“- აღნიშნულია წერილში.

წერილში ასევე საუბარია საჯარო სექტორის რეორგანიზაციაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საჯარო მოხელეები საქართველოში სარგებლობენ გამოხატვისა და გადაწყვეტილების მიღების სრული თავისუფლებით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულია, ისინი განაგრძობენ კარიერულ საქმიანობას.

„ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი გადახედავს თავის ამჟამინდელ დამოკიდებულებას და მიდგომებს, რაც საშუალებას მოგვცემს დავუბრუნდეთ ჯანსაღი, ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის გზას, სადაც საქართველო აქტიური კონტრიბუტორია და კონგრესი აგრძელებს ღირებული საერთაშორისო გამოცდილების წარმოჩენას. ჩვენ ღია ვართ შემდგომი დისკუსიებისთვის და მზად ვართ გავაგრძელოთ პარტნიორობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე იქნება დაფუძნებული“- ნათქვამია წერილში.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –