ა.თ.ე.ა-ს მიერ განხორციელებული საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) ფარგლებში, ასოციაცია წევრი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის ყოველთვიურად მართავს ონლაინ შეხვედრებს.
შეხვედრების მიზანს წარმოადგენს BPP კონკურსში გამარჯვებული თვითმმართველი ერთეულების საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილების გაზიარება, არსებულ გამოწვევებთან გამკლავების უკვე აპრობირებული მეთოდების გაცნობა და ინოვაციური გზების მოძიება.
ნოემბრის თვეში წარმოგიდგენთ სენაკის მუნიციპალიტეტის პროექტს: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრთა იდეების მხარდაჭერა და შემოსავლების გენერირება, შშმ პირთა საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა“.
შეხვედრას წარუძღვება: ნატალია ხუბუა — სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი.
შეხვედრის თარიღი: 27 ნოემბერი, 11:00 სთ.
