+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

საქართველოს შესახებ დეკლარაციის მიღებამდე ევროსაბჭოს კონგრესში დებატები გაიმართა

ოქტომბერი 17, 2024 /რედაქტორი -NALAG

სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა 47-ე პლენარულ სესიაზე საქართველოში შექმნილ ვითარებაზე დეკლარაცია მიიღო. სესიას 92 დელეგატი ესწრებოდა. საქართველოს შესახებ დეკლარაციას 76-მა დელეგატმა მისცა ხმა, 10 წინააღმდეგი იყო, 6-მა კი თავი შეიკავა.

დეკლარაციის მიღებამდე მისი განხილვა და დებატები გაიმართა, რომელშიც უცხოელ კოლეგებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე, ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე, ასევე თბილისის საკრებულოს წევრი ოთარ გრიგოლია და სენაკის საკრებულოს დეპუტატი სევდია უგრეხელიძე.

როგორც ქართული დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, საპარლამენტო არჩევნების წინ, შემოთავაზებული დეკლარაციის ტექსტის მიღებამ, რომელიც ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს, შესაძლოა საქართველოში  პოლარიზაცია კიდევ უფრო გაზარდოს და კონგრესის ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენოს. მათივე განცხადებით საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან პირობებში თვითონ გადაწყვიტოს, როგორ გზას აირჩევს ევროპული მომავლისკენ.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დეკლარაციაში წარმოდგენილი ზოგიერთი ფაქტი არასწორი ან გაზვიადებულია. კონგრესი ამ დეკლარაციით ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციაზე, რაც საქართველოსთვის რეალური პრობლემაა. თუმცა, დღეს მიმდინარე დებატებმა შესაძლოა პოლარიზაცია გაზარდოს და გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დეკლარაცია პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ.
შთაბეჭდილება იქმნება, რომ ევროსაბჭოს კონგრესი დაინტერესებულია, გავლენა მოახდინოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. ეს კი არ გააძლიერებს დემოკრატიას არც საქართველოში და არც კონგრესში. ვხედავთ ცხად განზრახვას, კონგრესმა გავლენა მოახდინოს არჩევნებზე“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ევროპის საბჭოს კონგრესთან თანამშრომლობა ერთობლივად სასარგებლო იყო. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის გაგრძელება.

„რადგანაც საქართველოში დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ მნიშვნელოვანი მიღწევები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელდა და რამაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოუტანა. აღნიშნულმა მიღწევებმა მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერა მოიპოვა, რაც მმართველ პარტიას წლების განმავლობაში უმრავლესობის მანდატს ანიჭებდა.

ჩვენ დიდად ვაფასებთ ნაყოფიერ და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას კონგრესთან, რამაც შესაძლებლობა მისცა საქართველოს, უკანასკნელ წლებში საგრძნობლად განევითარებინა ადგილობრივი დემოკრატია. უდიდესი სიამოვნებით ვიღებთ კონგრესთან თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს, ისევე, როგორც სიამოვნებით გავაგრძელებთ არსებულ თანამშრომლობას საქართველოში დაგეგმილი მონიტორინგის მისიის ფარგლებში.

გვჯერა, რომ აღნიშნული მისია იქნება კარგი შესაძლებლობა მიუკერძოებელი შეფასებების გასაკეთებლად. ამის გათვალისწინებით, დღეს ჩვენ ვშიშობთ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, შემოთავაზებული დეკლარაციის ტექსტის მიღებამ, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს, შეიძლება კონგრესის ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენოს და ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების პოლარიზებას, ასევე შეუქმნას რისკები მშვიდობიან წინასაარჩევნო პროცესს. ვფიქრობთ, ასეთი არასასურველი მოვლენების განვითარება არ შეესაბამება კონგრესის ინტერესებს.

ჩვენი სურვილია, უფრო მეტად ვკონცენტრირდეთ ჩვენი თანამშრომლობის ღირსებებზე და დაგიდასტუროთ მზადყოფნა გავაგრძელოთ თანამშრომლობა საქართველოში ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებებისა და ევროპული დემოკრატიის განვითარების სასარგებლოდ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

სევდია უგრეხელიძის განცხადებით, დეკლარაციის მხარდაჭერით ისინი ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს დაუჭერენ მხარს.

„დღეს ჩვენ დეკლარაციას საქართველოს შესახებ განვიხილავთ, რომელიც „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ შედეგად გამოწვეულ დემოკრატიულ უკუსვლას და პოლარიზაციას ასახავს. ის ხელისუფლებას იმ ვალდებულებების შესახებ შეახსენებს, რაც საქართველოს ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით აქვს აღებული და გამუდმებით ირღვევა. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ დეკლარაციას, რადგან ამით თქვენ მხარს დაუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს“, – აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით კი,  ევროპული დემოკრატიის ღირებულებების ერთგულებით, საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს. მისივე თქმით, მნიშვნელოვნად დაიხვეწა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა, ასევე, საარჩევნო პროცესების დაკვირვების მიზნით, უკვე აკრედიტებულია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.

„ძალიან ვაფასებთ, რომ ეს ფაქტები დადებითად შეფასდა საერთაშორისო დამკვირვებლებისა და დიპლომატიური მისიების მხრიდან. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ზრუნვას მშვიდობიან წინასაარჩევნო პროცესზე, როგორც ეს ეუთო-ს მიერ იქნა აღნიშნული. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან პირობებში თვითონ გადაწყვიტოს, როგორ გზას აირჩევს ევროპული მომავლისკენ. საქართველომ დიდი ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება ევროპულ ოჯახში დაბრუნების შესახებ, ვინაიდან მოგეხსენებათ, ჩვენი ღირებულებები ევროპულთან ყველაზე ახლოსაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ საერთო ინტერესები ევროპელ პარტნიორებთან უფრო ძლიერია, ვიდრე განსხვავებები შეხედულებებში. ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობის გაგრძელებას როგორც ადგილობრივი დემოკრატიის, ისე ზოგადად, დემოკრატიული ღირებულებების განვითარების სასიკეთოდ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დეკლარაცია, რომელიც კონგრესმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით  დაამტკიცა,  ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას შეეხება.

ფოტო გალერეა

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –