დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა!
ეროვნული დღესასწაული, ქვეყანაში უკვე მეთორმეტედ აღინიშნება.
საუკუნეების განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის და ტრადიციების სიმბოლომ რამდენჯერმე სახეცვლილება განიცადა, სხვადასხვა დროს გამოიყენებოდა დროშის რამდენიმე ვერსია. ისტორიული ხუთჯვრიანი დროშა, რომელიც მსოფლიოს უძველეს დროშებს შორის არის, 20 წლის წინ სახელმწიფო დროშის ერთადერთ ვარიანტად დამტკიცდა.
ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლიკა დილიდან აღმართულია ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე, დროშები გამოფენილია ისტორიულ ძეგლებზე, კულტურულ დაწესებულებებსა და ქუჩებში.
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გამოცხადდა.
Add comment