ა.თ.ე.ა განაგრძობს საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის (BPP) გამარჯვებული მუნიციპალიტეტების ყოველთვიურ საკონსულტაციო შეხვედრებს.
აპრილის შეხვედრა დაეთმობა პროექტის ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის განვითარების საშუალოვადიანი (2024-2027 წ.წ.) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (2024-2025 წ.წ.) შემუშავება” გაცნობას.
თარიღი: 29 აპრილი, 11:00 საათი.
გაეცანით აღნიშნულ პრაქტიკას და დანერგეთ მსგავსი ინიციატივები თქვენს მუნიციპალიტეტში.
შეხვედრას წარუძღვებიან: ნინო ლიპარტელიანი – ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
გიორგი პაპიაშვილი – ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე;
ლელა მაჭარაშვილი – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი;
გიორგი ცერცვაძე – ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი;
სერგო ლალიაშვილი – ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი;
დავით კიკნაძე – ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი;
დავით ღვალაძე – იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი;
ნინო სუხიაშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელი.
ონლაინ შეხვედრა ჩატარდება პლატფორმის ,, ZOOM” მეშვეობით. შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია გეცნობებათ იმ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელსაც მიუთითებთ რეგისტრაციის დროს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი – ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის განვითარების საშუალოვადიანი (2024-2027წ.წ.) სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის (2024-2025წ.წ.) შემუშავება“, ა.თ.ე.ა-ს საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის (BPP) 2024 წლის გამარჯვებულია ნომინაციაში-ადგილობრივ დონეზე საშუალოვადიანი განვითარების დაგეგმვა; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და მონაწილეობითი ეკონომიკური განვითარების ინოვაციური მოდელების დანერგვა.