ათეა-ს მიერ განხორციელებული საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) ფარგლებში, ასოციაცია წევრი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის განაგრძობს ყოველთვიურ ონლაინ შეხვედრებს.
შეხვედრების მიზანს წარმოადგენს BPP კონკურსში გამარჯვებული თვითმმართველი ერთეულების საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილების გაზიარება, არსებულ გამოწვევებთან გამკლავების უკვე აპრობირებული მეთოდების გაცნობა და ინოვაციური გზების მოძიება
მომდევნო ონლაინ შეხვედრა გაიმართება 24 ივნისს, 11:00 საათზე.
კონსულტაცია დაეთმობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პროექტის – ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მშობლებისა და მზრუნველების ინფორმირებულობის დონის ამაღლება მშობლობისა და ბავშვის საჭიროებების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით” გაცნობას.
შეხვედრას წარუძღვებიან:
ნინო სხულუხია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი;
ია ეხვაია -ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი (კოორდინატორი) ;
მაია მამფორია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სოციალური მუშაკი.
ონლაინ შეხვედრა ჩატარდება პლატფორმის ,,ZOOM” მეშვეობით. შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია გეცნობებათ იმ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელსაც მიუთითებთ რეგისტრაციის დროს.