1. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი (შემდგომში „კომიტეტი“) იქმნება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს (შემდგომში „აღმასრულებელი საბჭო“) გადაწყვეტილებით აღმასრულებელი საბჭოს უფლებამოსილების ვადით.
2. კომიტეტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წესდებითა და ამ დებულებით.
კომიტეტის მიზანია უზრუნველყოს:
ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტების კონსულტაციებში ჩართულობა, რაც მოიცავს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დოკუმენტის მომზადებაში, ასევე უკვე მომზადებულ სამართლებრივი აქტის პროექტის განხილვაში მონაწილეობას და შესაბამის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენას.
ბ) თვითმმართველი ერთეულის ინტერესების დაცვისა და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშესაწყობად საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც ახალი სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავებას, ასევე არსებულ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას.
კომიტეტის ფუნქციაა:
ა) განიხილოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტები, მოამზადოს მათზე სამართლებრივი დასკვნები, წინადადებები, რეკომენდაციები და წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს;
ბ) შეისწავლოს მუნიციპალიტეტების მიერ დასმული სამართლებრივი ხასიათის საკითხები და მუნიციპალიტეტების წინადადებების გათვალისწინებით, თვითმმართველი ერთეულის ინტერესების დაცვის და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშესაწყობად მოამზადოს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს;
გ) სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოსთან კოორდინაციით განიხილოს და შეიმუშაოს მეთოდური მასალების, სტანდარტებისა და ინსტრუქციების პროექტები მუნიციპალიტეტების მიერ კანონით დადგენილი საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად;
დ) გაანალიზოს მუნიციპალიტეტების, აგრეთვე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და მათი განზოგადების მიზნით შეიმუშაოს სამართლებრივი ხასიათის რეკომენდაციები;
ე) განახორციელოს აღმასრულებელი საბჭოს დავალებით თავის კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქციები.
1. კომიტეტი შედგება არა უმეტეს 15 წევრისგან.
2. კომიტეტის წევრად შეიძლება დაინიშნოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევითი პირი:
3. კომიტეტის წევრთა კანდიდატთა შერჩევის მიზნით აღმასრულებელი დირექტორი ოფიციალური წერილით მიმართავს მუნიციპალიტეტების არჩევით პირებს კომიტეტის წევრად საკუთარი კანდიდატურის დასახელების შესახებ.
4. ოფიციალური წერილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, აღმასრულებელი დირექტორი ახდენს მიღებული განცხადებების სისტემატიზაციას და წარუდგენს აღმასრულებელ საბჭოს დასამტკიცებლად.
5. აღმასრულებელი საბჭო აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს კომიტეტის შემადგენლობას, შეაქვს მასში ცვლილებები, ნიშნავს და ათავისუფლებს კომიტეტის თავმჯდომარეს.
6. კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები ინიშნებიან აღმასრულებელი საბჭოს უფლებამოსილების ვადით.
7. კომიტეტში ცალკეული საკითხების განხილვისას, კომიტეტის გადაწყვეტილებით შესაძლოა მოწვეულ იყვნენ სპეციალისტები, ექსპერტები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები,
8. კომიტეტის წევრები თავის საქმიანობას ახორციელებენ სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ.
9. კომიტეტის წევრი შეიძლება ვადამდე იქნას გაწვეული და/ან შეცვლილი კომიტეტის შემადგენლობიდან აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, აღმასრულებელი დირექტორის მიმართვის საფუძველზე.
1. კომიტეტის თავმჯდომარე:
ა) განსაზღვრავს კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს და სხდომაზე განსახილველ საკითხებს;
ბ) იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს;
გ) წარმოადგენს კომიტეტს და ჯგუფის სახელით აწარმოებს მიმოწერას;
დ) დავალებებს აძლევს კომიტეტის წევრებს;
ე) ხელს აწერს კომიტეტის მიღებულ გადაწყვეტილებებს;
ვ) ამზადებს და აღმასრულებელ საბჭოს წარუდგენს ანგარიშს კომიტეტის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ახორციელებს ამ დებულებითა და აღმასრულებელი საბჭოს დავალებით სხვა უფლებამოსილებებს.
2. კომიტეტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორცილების შეუძლებლობის შემთხვევაში, აღმასრულებელი დირექტორის ან/და თავად კომიტეტის თავმჯდომარის დავალებით კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დროებით ასრულებს კომიტეტის ერთ-ერთი წევრი.
1. კომიტეტის წევრი უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის შეხვედრებში და კომიტეტის მუშაობაში;
ბ) კომიტეტში განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;
გ) კომიტეტის შეხვედრაზე განსახილველად წამოაყენოს საკითხები და წინადადებები;
დ) განახორციელოს კომისიის თავმჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. კომიტეტის წევრი ინიშნება ამ დებულებით გათვალისწინებული წესით აღმასრულებელი საბჭოს უფლებამოსილების ვადით.
3. კომიტეტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეიძლება შეუწყდეს:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევითი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.
1. კომიტეტი საკითხებს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კომიტეტის სხდომაზე.
2. კომიტეტის სხდომა ტარდება არანაკლებ სამ თვეში ერთხელ მაინც.
3 კომიტეტის სხდომა მოიწვევა კომიტეტის თავმჯდომარის, აღმასრულებელი დირექტორის ან კომიტეტის წევრთა 1/3-ის ინიციატივით.
3. კომიტეტის სხდომის მოწვევის ორგანიზებას უზრუნველყოფს ასოციაციის აპარატი, რომელიც ამზადებს სხდომაზე განსახილველ საკითხთა პროექტებს და კომიტეტის წევრებს სხდომამდე 3 დღით ადრე მაინც აცნობებს სხდომის ჩატარების დროს, დღის წესრიგს და უგზავნის სხდომაზე განსახილველ საკითხთა პროექტებს.
4. კომიტეტის სხდომები, შეიძლება ჩატარდეს როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.
5. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები თუ მასში მონაწილეობას იღებს კომიტეტის წევრთა ნახევარზე მეტი.
6. კომიტეტის გადაწყვეტილებები მიიღება სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით.
7. კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებს ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე.
8. კომიტეტის ელექტრონული სხდომის ჩაწერას და ოქმის წარმოებას უზრუნველყოფს ასოციაციის აპარატი.
1. კომიტეტი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კონსულტაციებში მონაწილეობას იღებს კომიტეტის მიერ დანიშნული წარმომადგენლის/წარმომადგენლების მეშვეობით. კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად წარმომადგენელი შეიძლება იყოს როგორც კომიტეტის წევრი, ისე ასოციაციის აპარატის თანამშრომელი/თანამშრომლები ან მოწვეული პირი/პირები.
2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად კომიტეტის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი მონაწილეობს სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადების მიზნით ჩატარებულ შეხვედრებში. კომიტეტს პერიოდულად აცნობს სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადების/განხილვის პროცესს, იცავს კომიტეტის პოზიციებს და სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოს აცნობს კომიტეტის წინადადებებსა და მოსაზრებებს.
3. კომიტეტის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკურ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ასოციაციის აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებიდან ასოციაციაში კონსულტაციისთვის გამოგზავნილ სამართლებრივი აქტის პროექტებზე დასკვნების მომზადებას, თვითმმართველობის განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევების სისტემატიზაციას და წინადადებების მომზადებას მათი შესაძლო სამართლებრივი რეგულირების შესახებ და კომიტეტის წევრებისათვის შესაბამისი მასალების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მიწოდებას.
1. დებულება ძალაშია აღმასრულებელი საბჭოს მიერ მისი დამტკიცების დღიდან.
2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით.