2025 წელს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი ჩამოყალიბდა.
კომიტეტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობა საკანონმდებლო პროცესებში და მუნიციპალიტეტების ინტერესების დაცვა. კომიტეტი უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების განხილვას, მათ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციებისა და შენიშვნების წარდგენას.
კომიტეტი ასევე იმუშავებს საკანონმდებლო წინადადებებზე და კანონქვემდებარე აქტების პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს თვითმმართველობის განვითარებას და დეცენტრალიზაციის პროცესს.