ა.თ.ე.ა.-ს მიერ განხორციელებული საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) ფარგლებში, ასოციაცია წევრი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის იწყებს ყოველთვიურ ონლაინ შეხვედრებს.
შეხვედრების მიზანს წარმოადგენს BPP კონკურსში გამარჯვებული თვითმმართველი ერთეულების საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილების გაზიარება, არსებულ გამოწვევებთან გამკლავების უკვე აპრობირებული მეთოდების გაცნობა და ინოვაციური გზების მოძიება
მომდევნო ონლაინ შეხვედრა გაიმართება 25 სექტემბერს, 11:00 საათზე.
კონსულტაცია დაეთმობა დუშეთის მუნიციპალიტეტის პროექტს „მონაწილეობითი ბიუჯეტირების მუნიციპალური პროგრამა (ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით)“
შეხვედრას წარუძღვება – მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი.
ონლაინ შეხვედრა ჩატარდება პლატფორმის ,,ZOOM” მეშვეობით. შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია გეცნობებათ იმ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელსაც მიუთითებთ რეგისტრაციის დროს.