ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოში შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA-ს) ორდღიან ონლაინ უფასო საბაზისო კურსში ჩართვას სთავაზობს.
RIA მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ერთ–ერთი საუკეთესო მექანიზმია, რომლის მომზადებაც 2020 წლიდან სავალდებულო გახდა მთავრობის მიერ ინიცირებული რიგი ნორმატიული აქტებისათვის.
ონლაინ ტრენინგი ჩატარდება 28 ნოემბერს, 12:00-14:00 სთ, ZOOM-ის პლატფორმაზე.
შეთავაზებული ონლაინ სატრენინგო კურსის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების განვითარება და ეფექტიანი რეგიონული პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა. თვითმმართველობები და ადგილობრივი ინსტიტუციები განსაკუთრებით საჭიროებენ გამოცდილების გაზიარებას RIA-ს, როგორც მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებაში, რაც მათ დაეხმარება მომავალი გადაწყვეტილებების და გატარებული პოლიტიკის სარგებლის მაქსიმალურად გაზრდაში.
სატრენინგო კურსზე დასასწრებლად, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ არაუგვიანეს 25 ნოემბრისა.
იხილეთ სარეგისტრაციო ბმული – https://forms.gle/vH2Eb2cce3szRqrK7
აღნიშნულ კურსს ფასილიტაციას გაუწევენ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი, დავით კეშელავა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, მარიამ ლობჯანიძე.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი (ISET Policy Institu te ) 2011 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ბაზაზე შეიქმნა და მედიის, ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების თუ საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციების მიერ აღიარებულია როგორც ეკონომიკური კვლევების და ანალიტიკის ერთ–ერთი წამყვანი ორგანიზაცია საქართველოში.
Add comment