მიზანი: BRIGHT პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას პარტნიორი ქვეყნების ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის, ადგილობრივი ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რათა გაცვალონ ინფორმაცია საუკეთესო პრაქტიკების შესახებ კლიმატის ადაპტაციისა და მდგრადი ეკოსისტემების განვითარების მიმართულებით. საქართველოს, მოლდოვისა და თურქეთის ბენეფიციარებისთვის პროექტი ასევე ქმნის შესაძლებლობას მიიღონ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გამოცდილება, გახდნენ უფრო ეფექტიანები და თავიდან აიცილონ შესაძლო შეცდომები წინასწარი გაწევრიანების (pre-accession) პერიოდში.
დონორი ორგანიზაცია: შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამა
დონორი ორგანიზაცია: შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამა
დაფინანსებულია: (Interreg VI-B) NEXT Black Sea Basin Programme
სამიზნე მუნიციპალიტეტები: TBC
პროექტის პერიოდი: 2026-2027
პროექტის აღწერა: BRIGHT პროექტის მიზანია შავი ზღვის აუზში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელების, ეკოსისტემების მდგრადი მართვისა და საჯარო ინსტიტუტებსა და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით.
პროექტის ზოგადი მიზანი:
საჯარო ხელისუფლების გაძლიერება მდგრადი ენერგეტიკული და კლიმატის პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში, ასევე ურთიერთნდობის გაძლიერება და ადამიანებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა შავი ზღვის მდგრადი რეგიონის განვითარებისათვის.
პროექტის სპეციფიური მიზანი: ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატის ადაპტაციის ღონისძიებებისა და ეკოსისტემების მდგრადი მართვის პრაქტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის, ცოდნის გაცვლის, საპილოტე ინიციატივებისა და შავი ზღვის აუზის პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მეშვეობით.
პროექტის წამყვანი პარტნიორი: ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივ ხელისუფლებათა კავშირი (UBBSLA, ბულგარეთი)
პარტნიორები:
– ტრანსასაზღვრო თანამშრომლობისა და ევროპული ინტეგრაციის სააგენტო (ACTIE, მოლდოვის რესპუბლიკა)
– აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტო (DOKA, თურქეთი)
– საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG, საქართველო)
ამ მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია. მასალის შინაარსი შესაძლებელია არ ასახავდე ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას. გამოქვეყნებული მასალა ოფიციალურად აღიარებულია და ნებისმიერი ცვლილება ან რეპროდუქცია აკრძალულია.
