საქართველოს ადილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია წევრი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის განაგრძობს ონლაინ სემინარებს.
მომდევნო შეხვედრის თემა: მუნიციპალიტეტებში არსებული სისტემური გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
თარიღი: 07 ოქტომბერი, 11:00 საათი.
მოწვეული ექსპერტი: გიორგი მამრიკიშვილი- სახელმწიფო აუდიტის სამსახური, თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი.
ონლაინ შეხვედრა ჩატარდება პლატფორმის ,,ZOOM” მეშვეობით. შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია გეცნობებათ იმ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელსაც მიუთითებთ რეგისტრაციის დროს.