საქართველოს ადილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია წევრი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის განაგრძობს ონლაინ სემინარებს.
მომდევნო შეხვედრის თემა: დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში.
თარიღი: 16 დეკემბერი, 11:00 საათი.
სპიკერები: გიორგი ლაცაბიძე – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.
თამუნა კაკაშვილი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს უფროსი.
საგანმანათლებლო შეხვედრა ჩატარდება პლატფორმის ,,ZOOM” მეშვეობით. შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია გეცნობებათ იმ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელსაც მიუთითებთ რეგისტრაციის დროს.
